ადგურების და ბუნებრივ პროცესებში არასწორი ჩარევის გამო მოისპო ან მოსპობის საფრთხის წინაშე დგას. ამჟამად ქმედითი ღონისძიებები ტარდება ცხოველთა სახეობრივი რაოდენობის რეგულირებისათვის, დაცვისათვის, აღწარმოებისათვის (გამოცემულია კანონები, დაარსებულია ნაკრძალები, აღკვეთილები, შემოღებულია "წითელი წიგნი" და სხვა.). თუმცა შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღმოჩნდება რომ ცხოველური სამყაროს დეგრადაციის პროგრესირება გეომეტრიულ პროგრესირებას უახლოვდება. არსებობს მოსაზრება, რომ ბუნების გადაგვარების პროცესი რომელიც ასეთი აშკარაა, წარმოადგენს ევოლუციური განვითარების ერთ-ერთ ეტაპს და შესაბამისად სახეობათა თუ მთლიანად ეკოსისტემათა გაქრობა არაა ნიშანი იმისა რომ საფრთხე მთლიანად ცოცხალ ბუნებას ემუქრება. თუმცა სანამ ასეთი ვარაუდები თეორიის სახეს არ მიიღებს (თუმცა შეიძლება არც არასოდეს მოხდეს), მანამდე კაცობრიობა დიდ რისკზე მიდის. ამდენად თითოეული ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს და დაიცვას ცოცხალი ბუნება.
ნამარხი ცხოველები, გეოლოგიურ წარსულში არსებული ცხოველები, რომელთაც შეისწავლის პალეოზოოლოგია. ნამარხი მასალის საფუძველზე შეიძლება შევისწავლოთ წინათ არსებული ცხოველების აგებულება და თვალი გავადევნოთ მათ თავისებულებათა განვითარების პროცესს. ჩვენამდე ნამარხების სახით წარსულში არსებულ ცხოველთა ნაშთების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი არწევს. ნამარხი ცხოველების ნაშთები გვხვდება ჩონჩხის ცალკეული ნაწილების, მათი ფრაგმენტების, ყალიბებისა და სხვა სახით. განსაკუთრებულ პირობებში, მაგ., ასფალტურ ტბებში, მუდმივი მზრალობის ზოლში, შეიძლება ცხოველები მთლიანად განამარხდნენ (მუმიფიცირებული მარტორქები დასავლეთ უკრაინაში, მამონტები ციმბირში). დღეისათვის ნამარხი ცხოველების ნაშთები კამბრიულისწინა დროიდანაა ცნობილი. მაშინ უკვე არსებობდა თანამედროვე ცხოველთა თითქმის ყველა ტიპი, გარდა ქორდიანებისა.
კანეკლიანებიდან შროშნები და ბლასტოიდები უმეტესად პალეოზოურ ერაში განვითარდნენ, ზღვის ზღარბები და ვარსკვლავები კი უფრო გვიან — მეზოზოურსა და კაინოზოურ ერებში. ნახევრად ქორდიანებიდან მხოლოდ გრაფტოლითები გვხვდება ნამარხების სახით. ისინი ადრინდელ პალეოზოური დროის ზღვის კოლონიური ცხოველები იყვნენ. უძველესი — სილურული პერიოდის ხერხემლიანები უყბოებოს კლასითაა წარმოდგენილი. პალეოზოური ერის უყბოებს სხეული ძვლოვანი ფირფიტებით ან ეკლებით ჰქონდათ დაფარული. დევონურ პერიოდში გაჩნდნენ ხრტილოვანი თევზები, რომელთაც თანამედროვეებისაგან განსხვავებით, შიდა ჩონჩხში ძვლის ელემენტები გააჩნდათ და სხეულიც ძვლოვანი ფირფიტებით ჰქონდათ დაფარული. ამ დროსვე გაჩნდნენ მტევანფარფლიანები, უმდაბლესი სხივფარფლიანები და ორგვარადმსუნთქავები. საკუთრივ ძვლიანი თევზები წარმოიშვნენ მხოლოდ მეხოხოურ ერაში. ხმელეთის ხერხემლიანების უძველესი ნაშთები ზედა დევონური ნალექებიდანაა ცნობილი. ტრიასულ პერიოდამდე არსებული ამფიბიების ყველა ჯგუფი სტეგოცეფალების სახელითაა ცნობილი. კარბონულსა და პერმულ პერიოდებში ფართოდ გავრცელდნენ ქვეწარმავლები, რომლებიც ბევრი ნიშნით სტეგოცეფალებს ჰგავდნენ. ქვეწარმავლები ყველაზე უკეთ მეზოზოურ ერაში განვითარდნენ. ამ დროს არსებობდნენ დინოზავრები, ნიანგები, იქთიოზავრები, პლეოზიოზავრები, მფრინავი ქვეწარმავლები (რამფორინქუსი, პტერონოდონი). მათ თანადროულად ცხოვრობდნენ გრძელკუდიანი და კბილებით აღჭურვილი არქაული ფრინველები (არქეოპტერიქსი) და პრიმიტიული ძუძუმწოვრები. ფრინველები და ძუძუმწოვრები განსაკუთრებით კაინოზოური ერის დასაწყისიდან განვითარდნენ. მესამეული პერიოდის ძუძუმწოვართა შორის აღსანიშნავია: ტიტანოთერიუმი, ინდრიკოთერიუმი, მასტოდონტი, ჰიპარიონი და სხვა. მესამეული და მეოთხეული პერიოდების საზღვარზე გაჩნდა ადამიანი. მეოთხეულ პერიოდში ევროპასა და აზიაში არსებობდა მამონტი, ბეწვიანი მარტორქა, გიგანტური ირემი და სხვა.
მეცხოველეობა, სოფლის მეურნეობის დარგი, რომლის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენება და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება. მეცხოველეობა უზრუნველყოფს მოსახლეობას პროდუქტებით (რძე, ხორცი, კვერცხი და სხვა პროდუქტი), მსუბუქ მრეწველობას — ნედლეულით (მატყლი, ტყავი, ჯაგარი, ბეწვეული და სხვა), იძლევა გამწევ ძალას (ცხენი, ხარი, ვირი და სხვა), ორგანულ სასუქს. მეცხოველეობის პროდუქტებისა და
მათინარჩენებისაგან ამზადებენ ცხოველურ საკვებს (მოხდილი რძე, ძვლისა და ძვალ-ხორცეულის ფქვილი და სხვა) , სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატს (ჰარმონიული პრეპარატები, სამკურნალო შტარი და სხვა). მეცხოველეობის ძირითადი დარგებია მეძროხეობა, მეცხვარეობა, მეღორეობა, მეფრინველეობა, მეთხეობა, მეცხენეობა, მეკამეჩეობა,მებოცვრეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, მეაბრეშუმეობა, მენადირეობა.
მეცხოველეობის წარმოშობა იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ადამიანმა გარეული ცხოველები მოიშინაურა და სამეურნეო მიზნით გამოიყენა. მეცხოველეობის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული მემცენარეობის განვითარებასთან.
მეცხოველეობის წარმოშობა იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ადამიანმა გარეული ცხოველები მოიშინაურა და სამეურნეო მიზნით გამოიყენა. მეცხოველეობის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული მემცენარეობის განვითარებასთან.
საქართველოში მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი იყო და არის. არქეოლოგიური გათხრები და ქართული მატერიალუტ-კულტურული ძეგლები ადასტურებს უძველეს
პერიოდში მეცხენეობის, მეცხვარეობისა და მეძრობეობის განვითარების მაღალ დონეს. ხალხური სელექციის გზით შეიქმნა ჯიშები: იმერული და თუშური ცხვარი, ხევსურული და მეგრული ძროხა,თუშური და მეგრული ცხენი, მეგრული თხა, კახური ღორი, თიანეთური ინდაური, ქართული რუხი მთის ფუტკარი და სხვა. ამასთან, ჩამოყალიბდა მეცხოველეობის გაძღოლის ყველა ბუნებრივ-საწარმოო ზონის შესაფერისი სისტემები. მეცხოველეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ცალკეულმა პირებმა, საზოგადოებებმა. XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება, რომელიც მეცხოველეობისა და საკვებწარმოების დარგში სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდნენ, თუმცა მაშინ ამას დიდი გაქანება არ ჰქონია.
პერიოდში მეცხენეობის, მეცხვარეობისა და მეძრობეობის განვითარების მაღალ დონეს. ხალხური სელექციის გზით შეიქმნა ჯიშები: იმერული და თუშური ცხვარი, ხევსურული და მეგრული ძროხა,თუშური და მეგრული ცხენი, მეგრული თხა, კახური ღორი, თიანეთური ინდაური, ქართული რუხი მთის ფუტკარი და სხვა. ამასთან, ჩამოყალიბდა მეცხოველეობის გაძღოლის ყველა ბუნებრივ-საწარმოო ზონის შესაფერისი სისტემები. მეცხოველეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ცალკეულმა პირებმა, საზოგადოებებმა. XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება, რომელიც მეცხოველეობისა და საკვებწარმოების დარგში სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდნენ, თუმცა მაშინ ამას დიდი გაქანება არ ჰქონია.
1927 წელს შეიქმნა საქართველოს ზოოტექნიკური საცდელი სადგური, რომელიც მეცხოველეობის პირველი სამეცნიერო დაწესებულება იყო ამიერკავკასიაში. სადგურში ილია ჯანდიერისხელმძღვანელობით დაიწყო ადგილობრივი ჯიშების შესწავლა, მათი შეჯვარება კულტურულ ჯიშებთან და მრავალმხრივი მეცნიერული კვლევა მეცხოველეობისა და საკვებმოპოვების დარგში.
კურდღლისებრნი— ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიარულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობდა 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი, მანჯურიული კურდღელი, თეთრი კურდღელი , რუხი კურდღელი, კურდღელი-ტოლაი . საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა (რუხი კურდღელი). აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს.
ზებრები, ცხენის გვარის ძუძუმწოვართა ჯგუფი. ზებრების სხეულის სიგრძეა 2-2,4 მ, კუდისა 47-57 სმ, სიმაღლე მინდაოში — 1,2-1,4 მ, წონა 350 კგ-მდე. სხეული შეფერილი აქვთ მუქი და ღია ფერის ზოლებით, რაც მათ შეუმჩნეველს ხდის, განსაკუთრებით სავანებში. ფაფარი მოკლეა, კუდი გრძელი ბალნის ფუნჯით ბოლოვდება. განარჩევენ ზებრების 3 სახეობას: მთის ზებრა , გრევის ზებრა და კვაგა . ზებრები გავრცელებულია აღმოსავლეთ, ცენტრალურ დასამხრეთ აფრიკაში. მომთაბარე ცხოველებია. ცხოვრობენ 10-30 სულიან ჯოგებად. ბინადრობენ ღია ველებზე (მთის ზებრა ზოგჯერ მთაში 2000 მ-ზეც გვხვდება). იკვებებიან ბალახით. მაკეობა 346-369 დღე გრძელდება. შობენ 1-2 ნაშიერს. ლამაზი ტყავისთვის უმოწყალოდ ანადგურებდნენ, რის გამოც მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდა. ზოგი სახეობა კი სულ ამოწყდა. ამჟამად მათზე ნადირობა ან სრულიად აკრძალულია, ან დაშვებულია მხოლოდ ზოგ რაიონში. ზებრები კარგად იტანენ ტყვეობას, რეგულარულად მრავლდებიან, მაგრამ ძნელად თვინიერდებიან. ზებრები აკლიმატიზებულია ასკანია-ნოვაში.მთის ზებრა — ზებრის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ ანგოლაში, ნამიბიაში დასამხრეთ აფრიკაში. როგორც ყველა ზებრა, მთის ზებრაც თეთრი შეფერილობისაა შავი ზოლებით, იშვიათად თეთრი მუქი ყავისფერი ზოლებითაც. მაღალ მთებში მისი სხეულის სიგრძე 2,2 მეტრია. მხარბეჭის სიმაღლე 1-დან 1,4 მეტრამდე. წონა დაახლოებით 240 კგ-დან 372 კგ-მდე. მთის ზებრა ცხოვრობს მშრალ, ქვიან, ბორცვიან, მთიან ადგილებში. უპირატესობას ანიჭებს ფერდობებსა და პლატოებს, გვხვდება ზღვის დონიდანსაშუალოდ 2000 მ-მდე, თუმცა ზამთრის სეზონზე სახლდება უფრო დაბალ მიდამოებში. იკვებება ქოჩრიანი ბალახებით, ხის ქერქით, ფოთლებით, ხილითა და ფესვებით.ლომი მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.
ლომი გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში (დაცულია ნაკრძალებში) და ინდოეთში (გუჯარეთის შტატი). VIII-X საუკუნეებში ლომი კავკასიაშიც ბინადრობდა. ცხროვრობს სავანებში, ნახევრად უდაბნოებში, იშვიათად უდაბნოებში. იკვებება ხერხემლიანი ცხოველებით, ჭამს აგრეთვე ლეშს, ნადირობს შებინდებისას და ღამით. ადამიანს იშვიათად ესხმის თავს. ბუნაგს იკეთებს გამოქვაბულში, ნაპრალში, ორმოში. აქვს ძლიერი ხმა, რომელიც საკმაოდ შორს ისმის. მაკეობა 105-112 დღემდე გრძელდება. ყრის 3-4 თვალახელილ (ზოგჯერ თვალაუხილავ) ბოკვერს, მათი სხეულის სიგრძე 30 სმ, ხოლო მასა 400 გ აღწევს. სქესობრივად მწიფდება მე-4 წელს. ცოცხლობს 30-35 წელს ()იშვიათად მეტს. ადვილად იწვრთნება, ტყვეობაშიც (ზოოპარკი, ზოობადი) მრავლდება.
ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4-2,8მ, კუდის — 0,6-1,1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4-5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8-10 წელს. აქვს 6-7 მ სიგრძის ნახტომი. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა „ვეფხვი“ აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას ), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.
პინგვინი- ცივი ზღვის ტალღებს შორის, ყინულოვან ანტარქტიდაში ბინადრობენ. აქ მათი 17 სახეობაა გავრცელებული. ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემო პირობებს, ბუმბულს კი მანამ არ იცვლიან, სანამ ახალი არ ამოუვათ, ამიტომ პინგვინებს ყინვა არ ადარდებთ, მათ ყოველთვის „აცვიათ“ თბილი ბუმბულის საფარი; პინგვინებს კანქვეშ ქონის სქელი ფენა აქვთ, ამიტომ დიდხანს შეუძლიათ ცივ წყალში ცურვა და ხანგრძლივ მოგზაურობებსაც ხშირად აწყობენ (პინგვინები ცურავენ36 /სთ სიჩქარით)ცხოვრების 2/3-ს წყალში ატარებენ. ფრინველთა უმრავლესობისაგან პინგვინი იმით განსხვავდება, რომ სიარულისას სხეული შეუძლია ვერტიკალურ მდგომარეობაში დაიჭიროს, თუმცა პინგვინები ნელა, მოუხეშავად და სასაცილოდ დაბაჯბაჯებენ.
სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად ცურავენ წყალში, ასევე სწრაფად მისრიალებენ ყინულზე მუცელზე გაწოლილნი, შეუძლიათ აცოცდნენ ნებისმიერი დაქანების აისბერგზე და ფრიალო კლდეზე, გადახტნენ წყალში ნებისმიერი სიმაღლიდან, ვერტიკალურად ამოხტნენ წყლიდან 1 მ-ზე მეტ სიმაღლეზე და ღრმად ჩაყვინთონ წყალში (20 მეტრ სიღრმეზე ჩადიან და იკ 80 წუთამდე ძლებენ).პინგვინები ჯგუფურად ცხოვრობენ. საჭიროების შემთხვევაში, პინგვინების ჯგუფი იკრიბება და მოლაპარაკებას იწყებს, ინაწილებს ფუნქციებს, ათვალიერებენ ერთმანეთს.
სადილობის შემდეგ, როდესაც პინგვინები ყინულზე წვებიან დასასვენებლად, როგორც წესი, პოსტზე ტოვებენ გუშაგს. შემდეგ იწყება ყარაულის ცვლა. გარკვეული დროის შემდეგ, პინგვინი-გუშაგი მიდის ერთ-ერთ მძინარ პინგვინთან და შენჯღრევით აღვიძებს მას. გამოღვიძებული პინგვინი იკავებს პოსტს, ყოფილი გუშაგი კი იძინებს. ყარაული ყურადღებით უკვირდება ცას, რათა დაიცვას ამხანაგები პომორნიკისაგან, რომელიც პინგვინთა უსასტიკესი მტერია. გუშაგი განგაშს სტეხს და პომორნიკიც ხახამშრალი რჩება. (ეს ძალიან საინტერსოა ფაქტია, მშვენიერი გუნდია
იაგუარი , მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე 2 მ, წონა 140 კგ აღწევს. აქვს მასიური, მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ფართო, ძლიერბრჭყალებიანი თათები. ფერად მოწითალო-ყვითელია, თან შავი რგოლები და ხალები აქვს, ზოგჯერ შავიც გვხვდება. იაგუარი გავრცელებულია ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობს ხშირ, ტენიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეეებში, უმთავრესად არჩევს მდინარეთა ანაპიროებს. კარგად დაცოცავს ხეებზე და ცურავს. იკვებება ჩლიქოსნებით (ტაპირი, ირემი, პეკარი), მღრღნელებით, თევზებით, ჭამს აგრეთვე კუს და მის კვერცხებს, ზოგჯერ თავს ესხმის შინაურ საქონელსაც. მაკეობა 3,5 თვე გრძელდება, შობს 4-მდე ბოკვერს. აქვს მცირე სარეწაო მნიშვნელობა (იყენებენ ტყავს).
ციყვისებრნი , ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა. მსხვილი ფორმების სხეულის სიგრძე 70 სმ, მასა 9 კგ-ს აღწევს. უკანა კიდურები წინას თითქმის ორჯერ აღემატება. გვხვდებიან ყველგან ავსტრალიის, ახალი გვინეის, ტასმანიის,მადაგასკარის, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის და სამხრეთი ამერიკის სამხრეთ ნაწილის გარდა. ოჯახში ერთიანდება ორი ქვეოჯახის 47 გვარი. საქართველოში გვხვდება 2 გვარის 3 სახეობა. ზოგიერთი მათგანი ძვირფასი სარეწაო მნიშვნელობისაა.
კურდღლისებრნი — ძუძუმწოვრების ოჯახი კუდღლისნაირების რიგისა. სხეულის სიგრძეა 30-60 ამ, აქვთ ბოლოწაწვეტებული, გრძელი ყურები, მოკლე კუდი. სახეობათა უმრავლესობას უკანა კიდურები წინაზე გრძელი აქვს. ფეხისგულები ხშირი ჯაგრითაა დაფარული. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა მადაგასკარისა, სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ოლქებისა და ანტარქტიდისა. ბინადრობენ მრავალფეროვან გარემოში. აქტიური არიან მთელი წელი. იკვებებიან ბალახით, ხის ქერქით, კვირტებით, ტოტებით. წელიწადში 4-ჯერ შობენ 2-8 (15-მდე) ნაშიერს, რომელთა უმეტესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული და სიარულიც შეუძლია. ოჯახში 8 გვარია. ყოფილ სსრკ-ში ბინადრობდა 5 სახეობის კურდღლისებრნი: ბოცვერი, მანჯურიული კურდღელი , თეთრი კურდღელი, რუხი კურდღელი , კურდღელი-ტოლაი. საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა რუხი კურდღელი. აკლიმატიზებული არიან ავსტრალიასა და მრავალ კუნძულზე. კურდღლისებრთა მრავალი წარმომადგენელი სარეწაო ან სპორტული ნადირობის ობიექტია. ზოგი ზიანს აყენებს საძოვარს, ხეხილის ბაღს, ტყის ნარგავს, ავრცელებს ინფექციურ დაავადებათა გადამტანებს.
კურდღლის ნაშიერს ბაჭია ჰქვია.
ზღარბისებრნი , ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. ოჯახში 8 გვარის 20 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 2 ქვეოჯახში: ვირთაგვასებრი ზღარბები და ნამდვილი ზღარბები . ნამდვილ ზღარბებს აქვთ მოკლე კუდი, ზურგზე ეკლები, კანქვეშა რგოლური კუნთები, რომელთა შეკუმშვის შედეგად სხეული მრგვალდება. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიის ზომიერ სარტყელში, ინდოეთსა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება ჩვეულებრივი ანუ ევროპული ზღარბი , იკვებება მწერებით, ჭიებით, პატარ-პატარა ხერხემლიანებით (ხვლიკებით, გველებით და სხვა), სასარგებლო ცხოველებია, ანადგურებენ მავნე მწერებს.
ძალიან კარგია
ReplyDeleteKargia ::)):))))) LIIKEE
ReplyDelete